Вы здесь:

ბრტყელტერფიანობა

კითხვარა არის ბრტყელტერფიანობა?

პასუხიბევრისთვისაა ნაცნობი ისეთი შეგრძნებები როგორიცაა: დაღლილობა სიარულისას, საღამოსკენ ტყვიასავით დამძიმებული კუნთები, ტკივილები ტერფის, ბარძაყის, წვივის და წელის არეში. ბევრისთვის არ არის ცნობილი რომ ამ მოვლენების მიზეზი შეიძლება იყოს ბრტყელტერფიანობა (პლასკასტოპია). ტერფი მაშინ ფუნქციონირებს ნორმალურად, როდესაც მასზე მოქმედი დატვირთვა მთლიანად წონასწორდება ძლიერი მყესებითა და კუნთებით. კუნთოვანი აპარატის შესუსტება იწვევს ტერფის ნორმალური ფორმის ცვლილებას — ის იწყებს ჩაწევას, ხდება ბრტყელი და იკარგება მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია — იყოს ზამბარისებული (ამორტიზატორი).

კითხვარამდენად მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ ბრტყელტერფიანობა?

პასუხიროდესაც ტერფს ეკარგება სიარულის დროს რხევების შესუსტების უნარი, მაშინ ამ ფუნქციის იძულებით კომპენსაციას ახდენს ხერხემალი და ფეხის სახსრები (წვივ-ტერფის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის). ეს კი არ არის მათი დანიშნულება, ამიტომ ცუდად ართმევენ თავს და მალევე გამოდიან წყობიდან. როდესაც ორგანიზმს აღარ აქვს უნარი უზრუნველყოს ნორმალური გადაადგილება, წარმოიქმნება ტკივილები და ბრტყელტერფიანობაც იწყებს თავის შეხსენებას. ამ დროისთვის ზიანდება მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრები და ვითარდება პათოლოგიური ტანადობა.

მუდმივმა ტრამვირებულმა ზემოქმედებამ სახსრებზე შეიძლება გამოიწვიოს ართროზი. ამასთანავე პლასკასტოპიის დროს ხშირად გვხვდება სქოლიოზი, როგორც საყრდენი სისტემის დარღვევის შედეგი. პლასკასტოპიასთან არის დაკავშირებული ვენების ვარიკოზული  გაფართოებაც. ამ სტადიაზე პაციენტების დახმარება ხშირად ძალიან რთულდება. ეს მოითხოვს სპეციალურ ხანგრძლივ მკურნალობას და შეიძლება ქირურგიულ ჩარევასაც კი.

კითხვა : შესაძლებელია თუ არა თავად დაადგინო ბრტყელტერფიანობა?

პასუხი: ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა ეფუძნება ექიმ-ორთოპედის კლინიკური გასინჯვის შედეგებს. საბოლოო დიაგნოზის დასმა ხდება რენდგენის გადაღების საფუძველზე. ამასთანავე ბრტყელტერფიანობის პირველი სიმპტომები შეგიძლიათ თქვენ თვითონ შენიშნოთ. თქვენ შეიძლება დაეჭვდეთ ბრტყელტერფიანობაში იმ შემთხვევაში თუ:

  • თქვენი ფეხსაცმელი იცვითება შიგნითა მხრიდან.
  •  სიარულისა და ხანგრძლივი დგომის დროს ფეხები მალე გეღლებათ.
  •  დღის ბოლოს გრძობთ დაღლილობას, სიმძიმეს და ტკივილს ფეხებში,
  •  შეშუპება კოჭების არეში.
  •  ძნელდება ქუსლებზე სიარული
  •  თითქოს ფეხი გაიზარდა — ერთი ზომით დიდი ფეხსაცმლის შეძენა ხდება საჭირო.
  •  ტერფი გახდა იმდენად განიერი რომ ნებისმიერი ფეხსაცმლის ჩაცმა ძნელდება.

თუ თქვენ შენიშნავთ ამ სიმპტომებს არ შეაყოვნოთ მკურნალობა. ბრტყელტერფიანობა ეს არის ძალიან სერიოზული და ვერაგი პათოლოგია, რომელიც აჩქარებს პრაქტიკულად  მთელი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ცვეთას.

კითხვაროგორ ხდება ამ პრობლემის გადაჭრა თქვენს ცენტრში ?

პასუხი: ჩვენს ცენტრში გამოიყენება ტერფის კუნთების განვითარების მეთოდიკა, ბუბნოვსკის მრავალფუნქციონალური  ტრენაჟორების საშუალებით (MTB). ამ მეთოდის მიხედვით ჩვენ შეგირჩევთ სპეციალური ვარჯიშების ინდივიდუალურ კომპლექსს, რომელიც მიმართული იქნება პლასკასტოპიისა და მისი თანმდევი პრობლემების მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე. ცენტრის სერთიფიცირებული სპეციალისტები ზედამხედველობას უწევენ ვარჯიშების შესრულების სიზუსტეს. ასწავლიან სწორ სუნთქვას, რომელიც ამ მეთოდის განუყოფელი ნაწილია. კრიო-ჰიდრო-თერმოთერაპია — გაუტკივარების წამყვანი მეთოდი. ეს არის სითბოსა და სიცივის მონაცვლეობითი ეფექტი. ხუთ-ათ წუთიანი ორთქლის საუნა (რუსული აბანოს პრინციპით)  იცვლება გაყინული დუშით. პროცედურა ამცირებს ტკივილებს, ხსნის სახსრების ქსოვილის ანთებასა და კუნთების სპაზმებს. ამავდროულად ხდება იმუნური სისტემის სტიმულირება. მკურნალობა აგებულია ამბოლატორიულ პრინციპზე პაციენტისთვის მოხერხებულ რეჯიმში. სამკურნალო პროგრამა საშუალებას იძლევა მოიხსნას ტკივილის სინდრომი, ამყარებს კუნთებსა და ტერფის მყესებს, აჩერებს მათ დეფორმაციას და თავიდან იცილებს გართულებებს. ჩვენს პატარა პაციენტებს ცენტრი აძლევს საშუალებას სრულად განიკურნონ პლასკასტოპიისგან.

ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრში მიმართვისას თქვენ მიიღებთ ისეთ მკურნალობას, რომელიც გაგანთავისუფლებთ ხანგრძლივი და მრავალწლიანი ტკივილებისა და დისკომფორტისგან. კინეზითერაპიის უკვე გამოცდილი მეთოდიკა იძლევა პლასკასტოპიისგან განთავისუფლების, ჯამრთელი და ნორმალური ცხოვრების წესისაკენ მობრუნების საშუალებას, ხოლო ჯამრთელ სხეულში როგორც ცნობილია არამარტო ჯამრთელი სული არამედ კარგი განწყობა და პოზიტიური შეხედულებებია ცხოვრებაზე.

კონსულტაციაზე ჩაწერა

scop

ექიმს ექნება კუნთების, სახსრების და ზოგადი მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

cart

ექიმი დიაგნოსტირებას მოახდენს

uprajnenija

ექიმი ინდივიდუალური წვრთნების კომპლექტი გახდის.

lechenie

ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.

ნებისმიერი შეკითხვა?

დაუკავშირდით ზარის ცენტრს: 0322 74 88 99