Вы здесь:

ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია

ცხოვრება გრძელდება!

კითხვა: არის თუ არა თქვენს ცენტრში მოტეხილობების და ტრამვების გამოსაჯანმრთელებელი პროგრამები?

პასუხი: ტრამვის შემდგომი რეაბილიტაცია ერთ-ერთი ისეთი პრობლემათაგანია, რომელსაც ჩვენ ცენტრში ეფექტურად უმკლავდებიან. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სარეაბილიტაციო მეთოდის შემუშავებას, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ს.მ. ბუბნოვსკიმ 30 წელი შეალია. პრობლემას იცნობს „თავიდან ბოლომდე“, თავად იყო მსხვერპლი ავტოსაგზაო შემთხვევისა, თავად მოისმინა ოფიციალური სამედიცინო განაჩენი — „ინვალიდობა“ და თავადვე, პირადად შემუშავებული სარეაბილიტაციო სისტემით, დაამტკიცა მათი განაჩენის არასანდოობა. 2004 წლიდან ს.მ. ბუბნოვსკი გახდა „Kamaz-Master“-ის გუნდის საველე ექიმი, სადაც გამოავლინა მისი მკურნალობის უნიკალური სისტემის ეფექტურობა „პარიზი-დაკარი“-ს რალის ურთულეს პირობებში.

ექიმი ბუბნოვსკის ცენტრს აკითხავენ ავტოსაგზაო შემთხვევებისას, სიმაღლიდან გადმოვარდნისას, ხერხემლის კომპრესული მოტეხილობისას, მენჯის ძვლების, ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობებისას და ა.შ. მოდიან ყავარჯენის და კორსეტების დახმარებით, მაგრამ მათგან მალევე თავისუფლდებიან თუკი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

კითხვა: როგორ ტრამვებს მკურნალობენ ექიმი ბუბნოვსკის ცენტრში?

პასუხი: ჩვენ ცენტრში გადიან ტრამვის შემდგომ რეაბილიტაციას:

  • ქალა-ტვინის ტრამვები (შედეგი — უმჯობესდება ტვინში სისხლის მიმოქცევა, კუნთების ტონუსის ნორმალიზება, კოორდინაციის ვარჯიში, არტერული წნევის სტაბილიზაცია);
  • მენჯის ძვლების მოტეხილობა (შედეგი — ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა, ქვედა კიდურების ფუნქციების აღდგენა და კუნთების კუმშვადი ფუნქციის გაუმჯობესება, დუნდულა კუნთის ატროფიის მკურნალობა, დარღვეული კოორდინაციის კორექცია);
  • ბარძაყის, მხრისა, წინამხრის და წვივის ძვლების მოტეხილობები (შედეგი — ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, შეზღუდული მოძრაობის შედეგების პროფილაქტიკა-პრევენცია, სახსრის მოძრაობის აღდგენა, კუნთებში ძალის, რთულად კოორდინირებადი მოძრაობების აღდგენა, ამტანობის გაუმჯობესება);
  • ხერხემლის კომპრესული მოტეხილობები: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ხერხემლის გარშემო ქსოვილებში, პოსტ-ტრამვული გამრუდების პროფილაქტიკა, ხერხემლის მოტეხილობების ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაცია;
  • სახსრის შიდა მოტეხილობები (შედეგი: ოპერაციის შემდგომ პერიოდში სისხლის მიმოქცევის აღდგენა, კუნთების სპაზმური შეკუმშვების პროფილაქტიკა (კონტრაქტურა), სახსრის მოქნილობის აღდგენა);
  • სპორტული ტრამვები

კითხვა: ტრამვის მიღების შემდეგ რა დრო უნდა გავიდეს,რომ თქვენ ცენტრს მოვმართოთ?

პასუხი: სამწუხაროდ, მოცდა მოგიწევთ, მანამ სანამ პაციენტი იმყოფება პოსტ-ტრამვულ პერიოდში და მისთვის რეკომენდირებულია სრული დასვენება. დაზიანებული ორგანოს ან კიდურის ფუნქციებისა და კვების სრულად აღსადგენად, არაფერია იმაზე უფრო ეფექტური, ვიდრე მოტეხილობის შემდგომ ადრეული რეაბილიტაცია.

მიღებული დაზიანებების დიდი ხნით თაბაშირით გამაგრება ან უძრავი წოლითი რეჟიმი თავისთავად უკვე ვნებს მწყობრიდან გამოსულ კუნთებს, მყესებს და სახსრებს. ამიტომ სასურველია, მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია რაც შეიძლება მალე დაიწყოს — როგორც კი, პირველი მოძრაობები ხდება შესაძლებელი (თაბაშირის ან სხვა ფიქსატორის მოხსის შემდეგ).

ჩვენ ცენტრში, ექიმი ბუბნოვსკის მრავალფუნქციური სავარჯიშო მოწყობილობების დახმარებით, ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამებით აქტიურად ხდება ნაადრევი გამოჯანმრთელება. ასეთი პრინციპი მრავალჯერ აჩქარებს და ამოკლებს ყავარჯნების გარეშე გადაადგილების გზას. ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმებისა და ინსტრუქტორების დახმარებით შესაძლებელია სარეაბილიტაციო სეანსების ჩატარება ისეთი პაციენტებისათვის, რომლებსაც უჭირთ დახმარების გარეშე გადაადგილება. ჩვენ ცენტრში ასევე ვთავაზობთ მათ ვინც იმყოფება გართულებულ პოსტ-ტრამვულ პერიოდში, გვიან რეაბილიტაციას. რაღა თქმა უნდა, ფუნქციონალური აღდგენის პროცესი, ასეთი პაციენტებისთვის იზრდება, მაგრამ ჩვენი ინტერესი ხომ არაა სპორტული რეკორდების დამყარება, არამედ პაციენტებში ტკივილისა და შეზღუდვების გარეშე, სრულყოფილი ქმედუნარიანობის აღდგენა და მათი აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება. მხოლოდ ასეთი მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ გამოჯანმრთელებად!

კონსულტაციაზე ჩაწერა

scop

ექიმს ექნება კუნთების, სახსრების და ზოგადი მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

cart

ექიმი დიაგნოსტირებას მოახდენს

uprajnenija

ექიმი ინდივიდუალური წვრთნების კომპლექტი გახდის.

lechenie

ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.

ნებისმიერი შეკითხვა?

დაუკავშირდით ზარის ცენტრს: 0322 74 88 99