Вы здесь:

სქოლიოზის მკურნალობა (ხერხემლის გამრუდება)

გასწორდი!“ (სქოლიოზის მკურნალობა)

კითხვარა განსხვავებაა სქოლიოზსა და კიფოზს შორის (ხერხემლის გამრუდება)?

პასუხი: სქოლიოზი — ხერხემლის ფრონტალური გამრუდებაა, ხოლო კიფოზი— ხერხემლის უკანა მიმართულებით გამრუდება. არსებობს მარცხენამხრივი და მარჯვენამხრივი სქოლიოზი, რომელიც, როგორც წესი ვლინდება ხერხემლის გულ-მკერდის არეში; მოგვიანებით შეიძლება გავრცელდეს წელის (ლუმბალურ) არეში — ჩნდება S-ფორმის მაგვარი სქოლიოზი. მკვეთრად გამოვლენილ სქოლიოზს შეიძლება ახასიათებდეს მენჯის სიმრუდე, გადაადგილების სირთულეები, ფილტვებისა და გულის ფუნქციების დარღვევა.

კითხვარა იწვევს სქოლიოზს?

პასუხითავად ხერხემალს არ შეუძლია შეინარჩუნოს სიმეტრიული ფორმა. აღნიშნულში მას ეხმარება სხეულის სხვადასხვა კუნთები. ხერხემლის სწორ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად კუნთებს უხდებათ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა. ხოლო თუკი ძალა არ ჰყოფნით, იწყება ხერხემლის გამრუდება (ხშირ შემთხვევაში სქოლიოზის სიმპტომები თავს იჩენს ინტენსიური ზრდის დროს — 6-8 და 10-12 წლის ასაკში). ამიტომაც სქოლიოზი არაა დაავადება, ის კუნთების ქრონიკული სისუსტის და განუვითარებლობის მანიშნებელია, რომელიც დარღვეულ ტანადობასთან ერთად, ჩანთის ცალ ხელში ტარების ჩვევასთან, ბრტყელტერფიანობასა და სხვა ფაქტორებთან ერთად იწვევს ხერხემლის გამრუდებას. თუკი არ დაიწყებთ მკურნალობას და არ მოიშორებთ სქოლიოზის მთავარ გამომწვევ მიზეზს, თქვენ ბავშვს თუნდაც მუდმივად, რომ დააძალოთ წელში გამართული ჯდომის და სიარულის მანერა, მაინც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს. ხოლო თუკი მთელ ძალისხმევას მიმართავთ ზურგის კუნთების სიმეტრიული გამაგრებისაკენ, ხერხემალი ბუნებრივი გზით გასწორდება.

კითხვაროგორ ამოვიცნოთ ბავშვებში სქოლიოზი?

პასუხითხოვეთ ბავშვს თქვენს წინ ზურგით დადგეს და მოდუნდეს (მიიღოს მისთვის ჩვეულებრივი პოზა). უპირველეს ყოვლისა, თქვენი ყურადღება უნდა მიაქციოთ სქოლიოზის გამოვლინების შემდეგ სიმპტომებს:

  • ერთ-ერთი მხარი ოდნავ მაღალია მეორეზე
  • ერთ-ერთი ბეჭი გამოკვეთილია
  • ერთ-ერთი ხელი უფრო ახლოსაა ტანთან, ვიდრე მეორე
  • წინ დახრისას შეინიშნება ხერხემლის სიმრუდე

კითხვაროგორ ხდება ექიმი ბუბნოვსკის მეთოდით სქოლიოზის მკურნალობა?

პასუხისქოლიოზის სამკურნალოდ ექიმი ბუბნოვსკის ცენტრში შემუშავებულია ფიზიკური ვარჯიშების უნიკალური და ეფექტური მეთოდი ბუბნოვსკის მრავალფუნქციური სავარჯიშო მოწყობილობების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივად და უმტკივნეულოდ განკურნოს ხერხემლის გამრუდება. ბავშვებთა მკურნალობა ხდება მათთვის ინდივიდუალურად შერჩეული კომპლექსური ვარჯიშების კურსის მიხედვით. ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტები გააკონტროლებენ და შეასწავლიან პაციენტებს სწორად მოძრაობას. ბავშვებსაც ისეთივე ვარჯიში ენიშნებათ, როგორც მოზრდილებს, მხოლოდ საგრძნობლად ნაკლები დატვირთვით (რომელიც ინდივიდუალურად ირჩევა თითოეული პაციენტისათვის). ცენტრში ასევე ასწავლიან ვარჯიშის დროს სწორად სუნთქვის უნარს-ჩვევებს.

მთავარია — დროულად დაიწყოთ სქოლიოზის (ხერხემლის გამრუდებისმკურნალობა. როგორც წესი, სქოლიოზს წინს უძღვის დარღვეული ტანადობა (მოხრილობა, ხერხემლის წინ ან უკან ძლიერი გადახდა). ცენტრში დროულად მომართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ბავშვს აარიდოთ მომავალში ხერხემლის პრობლემები. დიაგნოზის არსებობის შემთხვევაშიც, ბავშვთა და მოზარდთა ზრდის დასრულებამდე (16-18 ასაკამდე) სქოლიოზის სრულად განკურვნაა შესაძლებელი.

20 წლის ასაკის შემდეგ, სქოლიოზის (ხერხემლის გამრუდების) განკურვნა გაცილებით რთულია. მიუხედავად ამისა, ზრდასრულ ასაკშიც, სისტემატური და სწორი ვარჯიშის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია საგრძნობლად გავაუმჯობესოთ პაციენტის მდგომარეობა, მოვუხსნათ ტკივილის შეგრძნებები,  შევაჩეროთ გამრუდების პროცესი და დავუბრუნოთ ხერხემალს მისი ბუნებრივი ფორმა. ექიმი ბუბნოვსკის მეთოდით სქოლიოზის (ხერხემლის გამრუდების) განკურვნა, რაც ითვალისწინებს ექიმის მიერ რეკომენდირებულ ვარჯიშებს, რასაც თან ერთვის კონტრასტული გაკაჟება (საუნა და ყინულის აბაზანები) არა მარტო ებრძვის სქოლიოზის გამომწვევ მიზეზებს, არამედ უზრუნველჰყოფს ორგანიზმის მთლიან გამოჯანმრთელებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოზარდებს, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ვარჯიშობენ ცენტრში, ასწავლიან თავიანთი სხეულის სწორ მოპყრობას. შედეგად ისინი იზრდებიან ექიმებისა და მედიკამენტების საჭიროების გარეშე. ცენტრში არსებული მყუდრო გარემო საერთოდ განსხვავდება პოლიკლინიკისა და საავამდყოფოსგან. „ჩვენთან არ არიან ავადმყოფები. ჩვენთან მხოლოდ არიან გამოჯანმრთელების გზაზე მყოფნი. ასეთია ჩვენი პაციენტისადმი დამოკიდებულება.“ (ს.მ. ბუბნოვსკი).

კონსულტაციაზე ჩაწერა

scop

ექიმს ექნება კუნთების, სახსრების და ზოგადი მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

cart

ექიმი დიაგნოსტირებას მოახდენს

uprajnenija

ექიმი ინდივიდუალური წვრთნების კომპლექტი გახდის.

lechenie

ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.

ნებისმიერი შეკითხვა?

დაუკავშირდით ზარის ცენტრს: 0322 74 88 99