Вы здесь:

ზურგის თიაქარი

ითხვა: რა არის ხერხემლის თიაქარი?

პასუხი: ხერხემალში ცალკეული მალები ერთმანეთთან დაკავშირებულია მჭიდრო მალთაშუა დისკოებით, რომლებიც უზრუნველჰყოფს ხერხემლის მოქნილობასა და მოძრაობას. მალთაშუა დისკოს თიაქარი არ არის დამოუკიდებელი დაავადება. ის ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი გართულებაა.

Межпозвоночная грыжа причины возникновения, профилактика.

კითხვა: რატომ ჩნდება ხერხემლის თიაქარი?

პასუხი: ჩატარებული ქიმიური ანალიზების შედეგების თანახმად, გამოვლინდა მსგავსება ოსტეოქონდროზით დაავადებულთა და ღრმა მოხუცთა დისკოებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებში მონაწილე პაციენტების ასაკი იყო 30-35 წელი. თუკი ადამიანი არ ავარჯიშებს ზურგისა და მკერდის კუნთებს, ისინი დროთა განმავლობაში ატროფირდება, სუსტდება და.. ბერდება. ატროფირებული კუნთები ვერ ახდენენ ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების და მალთაშუა დისკოების ნორმალურ კვებას, ქრონიკულად არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და დისკოს თანდათანობით განადგურებას (დაწვრილებით). ამგვარად ხერხემლის თიაქარი — არის ხერხემლის გარშემო არსებული კუნთების ხანგრძლივი უმოქმედობის შედეგი, ხოლო სპორცმენების შემთხვევაში — მათი არასწორად დატვირთვის და გამოყენების შედეგი. (ს.მ. ბუბნოვსკი. „ხერხემლის თიაქარი — არ არის განაჩენი“, მოსკოვი, 2008წ.)

ричины межпозвоночной грыжиკითხვა: საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა მალთაშუა დისკოს თიაქარის დროს?

პასუხი: თიაქარზე ჩატარებული ოპერაციების 98% არასაფუძვლიანია (კანადელი ნეიროქირურგის გ. ჰოლის თანახმად), თუნაც იმიტომ, რომ ის გამოწვეულია ხერხემლის კუნთების ფიზიკური დაქვეითების შედეგად. ერთი დაზიანებული დისკოს ოპერაცია, მის მეზობლად არსებულ დისკოებზე სისხლის მიმოქცევის აღდგენის გარეშე, სავსებით გაუმართლებელია. ხოლო სისხლის მიმოქცევის აღდგენა ქირურგიული დანითა და ლაზერით შეუძლებელია. პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს: ოპერაციის შემდგომი რეციდივი გარდაუვალია.

კითხვა: რა მეთოდით მკურნალობენ ექიმი ბუბნოვსკის ცენტრში ხერხემლის თიაქარს?

პასუხი: ექიმი ბუბნოვსკის მრავალფუნქციურ სავარჯიშო მოწყობილობებზე ვარჯიში, სწორი ფიზიკური დატვირთვით, ააქტიურებს კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას დაზიანებული დისკოს მიდამოებში.

კუნთის ქსოვილი — ერთადერთია ადამიანის ორგანიზმში, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, გააჩნია თავისი ფუნქციების აღდგენის შესაძლებლობა! .. მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მას შევუქმნით ამისათვის საჭირო გარემოს, რომლის განმსაზვღრელი ფაქტორია ტუმბოს მოქმედების პრინციპი — შეკუმშვა-მოდუნება. ფაქტიურად, ხერხემლის კუნთები ასრულებენ მალთაშუა დისკოებისათვის სისხლძარღვების ფუნქციას. კუნთის შეკუმშვა-მოდუნების პირობის შექმნისას, შესაძლებელია როგორც სისხლის მიმოქცევის, ასევე ნებისმიერ სახსარში ნივთიერებათა კვებისა და ცვლის პროცესების აღდგენა. ორი მალა და მათ შორის მდებარე დისკო — სახსარია. (ს.მ. ბუბნოვსკი. „ხერხემლის თიაქარი — არ არის განაჩენი“, მოსკოვი, 2008წ.) ეს თავის მხრივ, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც დაზიანებული დისკოს ფრაგმენტი თავისთავად ქრება. შესაბამისად, ამ მეთოდით მკურნალობისას მალთაშუა დისკოს თიაქარი, მედიკამენტური თერაპიისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე, შეიძლება გაიწოვოს ან დაპატარავდეს. ექიმი ბუბნოვსკის მრავალფუნქციური სავარჯიშო მოწყობილობა ამცირებს ხერხემალზე დატვირთვას, რის შედეგადაც ვარჯიში მიმდინარეობს უსაფრთხოდ და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ. სავარჯიშო პროგრამის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, რაც პაციენტის თავისებურობებისა და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოიცავს ფიზიკური დატვირთვების ეტაპობრივ ზრდას.

კონსულტაციაზე ჩაწერა

scop

ექიმს ექნება კუნთების, სახსრების და ზოგადი მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

cart

ექიმი დიაგნოსტირებას მოახდენს

uprajnenija

ექიმი ინდივიდუალური წვრთნების კომპლექტი გახდის.

lechenie

ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.

ნებისმიერი შეკითხვა?

დაუკავშირდით ზარის ცენტრს: 0322 74 88 99