Вы здесь:

ექიმი ბუბნოვსკის მეთოდის შესახებ

მეთოდის უნიკალურობა განისაზღვრება შემდეგში: პირველად მსოფლიო პრაქტიკაში, რიგ დაავადებათა სამკურნალოდ, ექმიმმა .ბუბნოვსკიმ ქირურგიული ჩარევისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენების ნაცვლად მიმართა ადამიანის ორგანიზმის შინაგანი რესურსების მობილიზებას.

მკურნალობის ძირითად მეთოდათ გამოიყენება კინეზითერაპია (Kinesis — მოძრაობა + Therapia — მკურნალობა) — მკურნალობა სწორი მოძრაობებით. ორგანიზმზე ზეგავლენის განსახორციელებლად, ექიმი ბუბნოვსკის მეთოდიკის მიხედვით, გამოიყენება სპეციალურად შემუშავებული კომპლექსური ვარჯიშები მრავალფუნქციურ, დეკომპრესიისა და ანტიგრავიტაციის ფუნქციებით აღჭურვილ, სავარჯიშო მოწყობილობებზე (MTB I და MTB II). პაციენტს არ უწევს ზედმეტი ძალისხმევის გაწევა. აღარ ემუქრება მაღალი წნევისა და გადაღლილობის საფრთხე. პაციენტს მოძრაობას უადვილებს MTB სავარჯიშო მოწყობილობის ანტიგრავიტაციული სისტემა. მას მხოლოდ უხდება ზედმიწევნითი სიზუსტით და სიფრთხილით შეასრულოს მოძრაობები და ახსოვდეს: „სწორი მოძრაობები კურნავს — არასწორი ვნებს“.

თითოეული პაციენტისთვის მუშავდება ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მათ თავისებურებებს, ფიზიკური განვითარების დონეს, დაავადების სირთულეს და ზოგად ჯანმრთელობას. პროგრამა ასევე მოიცავს სპეციალურ სარეაბილიტაციო ვარჯიშებს, რომელიც განკუთვნილია სახსრების მობილობის, კუნთების, იოგებისა და მყესების მოქნილობის გასაუმჯობესებლად. შედეგად ტკივილი ქრება, ხდება ღრმა კუნთების აქტივაცია, უმჯობესდება დაზიანებული ქსოვილების კვება, ხერხემალსა და სახსრებს უბრუნდებათ მობილობა, საგრძნობლად იზრდება მოძრაობის შესაძლებლობები, ქმედუნარიანობა, უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

თავდაპირველად, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტებს ენიშნებათ გამარტივებული ვარჯიშები მინიმალური დატვირთვით. დროთა განმავლობაში პროგრამის სირთულე მატულობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარჯიშის დროს სწორ სუნთქვას, რომლის გარეშე მკურნალობა გამორიცხულია. სწორი სუნთქვის წესები მარტივია და მათი გამოყენება, სარეაბილიტაციო პროგრამის ნებისმიერ საფეხურზე, იძლევა მნიშვნელოვან სამკურნალო შედეგს.

კინეზითერაპიის ბუნებრივი მეთოდით მკურნალობისას არ გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. პროგრამის საწყისი ეტაპია კრიოგენული ჰიდროთერმული თერაპია ან საუნა რუსული აბანოს პრინციპით. ორთქლის ოთახში მოკლევადიანი (5-10 წუთი) გაჩერების შემდგომ ყინულის (4-6 0C) აბაზანის მიღება. ამ პროცედურას აქვს შესანიშნავი თერაპიული ეფექტი: ხსნის ტკივილს, იძლევა მაქსიმალურ საშუალებას დაზიანების გარეშე მაქსიმალურად ჭიმავს ხერხემლის მყესებს და სპაზმურ კუნთებს, ახშობს სახსრების გარშემო ქსოვილების ანთებით პროცესებს, აღადგენს ძალებს, ახდენს დაავადებასთან საბრძოლველად იმუნური სისტემის ბუნებრივ სტიმულირებას.

კინეზითერაპიის ერთი ან მეტი ციკლის ჩატარების შემდგომ (დამოკიდებულია კურსის მსვლელობის დროს პოზიტიური ცვილებების რაოდენობაზე) პაციენტები გადადიან ისეთი ტიპის პროგრამაზე, რომელიც გათვალისწინებულია მიღწეული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. შედეგად, ექიმი ბუბნოვსკის ცენტრის პაციენტები, არამხოლოდ თავს აღწევენ იმ პრობლემას, რომელმაც ისინი ამ ცენტრში მიიყვანა, არამედ ისინი ხდებიან უფრო ძლიერნი და ჯანმრთელნი; უძლებენ ისეთ დატვირთვას, როგორიც კინეზითერაპიამდე წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდათ. ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის ნაცვლად, ასეთი პაციენტები უბრუნდებიან ჯანმრთელი ადამიანის სრულყოფილ და ჯანაღ ცხოვრების წესს.

ექიმი ბუბნოვსკის მეთოდების  გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, არამედ ასევე იძლევა შესაძლებლობას მოხსნას მედიკამენტებზე დამოკიდებულება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ჰიპერტონული დაავადება, ბრონქიალური ასთმა, II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ენდოგენური დეპრესია, (დამოკიდებულების) მოხსნის სინდრომი, მენჯის ორგანოთა დაავადებანი — პროსტატიტი, ადნექსიტი და სხვ.

შემუშავებულია სასწავლო პროგრამები ორსულ ქალთათვის, რათა თავიდან აიცილონ ზურგის ტკივილები, ჭარბწონიანობა და ვენების ვარიკოზული გაფართოება. შემუშავებულია პროფილაქტიკური და სამკურნალო პროგრამები ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც ჩამოუყალიბდათ დარღვეული ტანადობა და აწუხებთ ხერხემლის პრობლემები. ასევე არსებობს სპეციალური პროგრამები ხანში შესულთათვის (გერონტოლოგიის კურსი).

„ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომ არ იავადმყოფოს, რათა განიკურნოს და დაიბრუნოს ცხოვრების სიხარული. ჩვენც ზუსტად ამით ვართ დაკავებულები — ვუმკლავდებით ურთულეს დაავადებებს და ადამიანებს ვუბრუნებთ სრულყოფილ ქმედუნარიანობას, აფთიაქში გაგზავნის გარეშე.“

კონსულტაციაზე ჩაწერა

scop

ექიმს ექნება კუნთების, სახსრების და ზოგადი მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

cart

ექიმი დიაგნოსტირებას მოახდენს

uprajnenija

ექიმი ინდივიდუალური წვრთნების კომპლექტი გახდის.

lechenie

ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.