Методика
Проиграть видео

ექიმი ბუბნოვსკის მეთოდის შესახებ

მეთოდის უნიკალურობა განისაზღვრება შემდეგში: პირველად მსოფლიო პრაქტიკაში, რიგ დაავადებათა სამკურნალოდ, ექმიმმა ს.მ. ბუბნოვსკიმ ქირურგიული ჩარევისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენების ნაცვლად მიმართა ადამიანის ორგანიზმის შინაგანი რესურსების მობილიზებას.

მკურნალობის ძირითად მეთოდად გამოიყენება კინეზითერაპია (Kinesis — მოძრაობა + Therapia — მკურნალობა) — მკურნალობა სწორი მოძრაობებით. ორგანიზმზე ზეგავლენის განსახორციელებლად, ექიმი ბუბნოვსკის მეთოდის მიხედვით, გამოიყენება სპეციალურად შემუშავებული კომპლექსური ვარჯიშები მრავალფუნქციურ, დეკომპრესიისა და ანტიგრავიტაციის ფუნქციებით აღჭურვილ, სავარჯიშო მოწყობილობებზე (MTB I და MTB II). პაციენტს არ უწევს ზედმეტი ძალისხმევის გაწევა. აღარ ემუქრება მაღალი წნევისა და გადაღლილობის საფრთხე. პაციენტს მოძრაობას უადვილებს MTB სავარჯიშო მოწყობილობის ანტიგრავიტაციული სისტემა. მას მხოლოდ უხდება ზედმიწევნითი სიზუსტით და სიფრთხილით შეასრულოს მოძრაობები და ახსოვდეს: „სწორი მოძრაობები კურნავს — არასწორი ვნებს“.

თითოეული პაციენტისთვის მუშავდება ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მათ თავისებურებებს, ფიზიკური განვითარების დონეს, დაავადების სირთულეს და ზოგად ჯანმრთელობას. პროგრამა ასევე მოიცავს სპეციალურ სარეაბილიტაციო ვარჯიშებს, რომელიც განკუთვნილია სახსრების მობილობის, კუნთების, იოგებისა და მყესების მოქნილობის გასაუმჯობესებლად. შედეგად ტკივილი ქრება, ხდება ღრმა კუნთების აქტივაცია, უმჯობესდება დაზიანებული ქსოვილების კვება, ხერხემალსა და სახსრებს უბრუნდებათ მობილობა, საგრძნობლად იზრდება მოძრაობის შესაძლებლობები, ქმედითუნარიანობა უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

თავდაპირველად, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტებს ენიშნებათ გამარტივებული ვარჯიშები მინიმალური დატვირთვით. დროთა განმავლობაში პროგრამის სირთულე მატულობს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარჯიშის დროს სწორ სუნთქვას, რომლის გარეშე მკურნალობა გამორიცხულია. სწორი სუნთქვის წესები მარტივია და მათი გამოყენება, სარეაბილიტაციო პროგრამის ნებისმიერ საფეხურზე, იძლევა მნიშვნელოვან სამკურნალო შედეგს.

Методика

კინეზითერაპიის ბუნებრივი მეთოდით მკურნალობისას არ გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

კინეზითერაპიის კურსის  ჩატარების შემდგომ (დამოკიდებულია კურსის მსვლელობის დროს პოზიტიური ცვილებების რაოდენობაზე) პაციენტები გადადიან ისეთი ტიპის პროგრამაზე, რომელიც გათვალისწინებულია მიღწეული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. შედეგად, ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის პაციენტები, არამხოლოდ თავს აღწევენ იმ პრობლემას, რომელმაც ისინი ამ ცენტრში მიიყვანა, არამედ ისინი ხდებიან უფრო ძლიერნი და ჯანმრთელნი; უძლებენ ისეთ დატვირთვას, როგორიც კინეზითერაპიამდე წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდათ. ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის ნაცვლად, ასეთი პაციენტები უბრუნდებიან ჯჯანმრთელ სრულყოფილ და ჯანაღ ცხოვრების წესს.

ექიმ ბუბნოვსკის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, არამედ ასევე იძლევა შესაძლებლობას მოხსნას მედიკამენტებზე დამოკიდებულება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ჰიპერტონული დაავადება, ბრონქიალური ასთმა, II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ენდოგენური დეპრესია, (დამოკიდებულების) მოხსნის სინდრომი, მენჯის ორგანოთა დაავადებანი — პროსტატიტი, ადნექსიტი და სხვ.

შემუშავებულია სასწავლო პროგრამები ორსულ ქალთათვის, რათა თავიდან აიცილონ ზურგის ტკივილები, ჭარბწონიანობა და ვენების ვარიკოზული გაგანიერება. შემუშავებულია პროფილაქტიკური და სამკურნალო პროგრამები ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც ჩამოუყალიბდათ დარღვეული ტანადობა და აწუხებთ ხერხემლის პრობლემები. ასევე არსებობს სპეციალური პროგრამები ხანში შესულთათვის (გერონტოლოგიის კურსი).

„ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომ არ იავადოს, რათა განიკურნოს და დაიბრუნოს ცხოვრების ხალისი. ჩვენც ზუსტად ამით ვართ დაკავებულები — ვუმკლავდებით ურთულეს დაავადებებს და ადამიანებს ვუბრუნებთ სრულყოფილ ჯანსაღ ცხოვრებას მედიკამენტების გარეშე

პირველადი დიაგნოსტიკა

Методика

Diers 4 D motion

Методика

მიოფასციალური დიაგნოსტიკა

Методика
Проиграть видео

როგორ მიმდინარეობს ვარჯიში

მეთოდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ რიგი დაავადებების სამკურნალოდ პირველად მსოფლიო პრაქტიკაში ექიმმა ს.მ. ბუბნოვსკიმ მიმართა არა ოპერაციას ან წამლებით მკურნალობას, არამედ ადამიანის სხეულის შიდა რესურსებს.

Методика
Проиграть видео

ექიმ ბუბმოვსკის დანაგდარი

პაციენტს არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, ნუ შეგეშინდებათ წნევის მატების და საერთო სისუსტის. სხეულის სუსტ ზონებისთვის იმუშავებს, ანტიგრავიტაციული დანადგარი. პაციენტს მხოლოდ მოძრაობის სწორად წარმართვა ესაჭიროება.