სავარჯიშო მოწყობილობები
ექიმ ბუბნოვსკიმ პრაქტიკაში დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ მოძრაობას, როგორც ასეთს, აქვს სამკურნალო ეფექტი, არამედ სწორი მოძრაობა ინდივიდუალური დატვირთვებით. საუკეთესო შედეგის მიღწევა შესაძლებელია, თუ იმოქმედებთ არა მხოლოდ მთელ სხეულზე, არამედ ცალკეულ, ვიწრო-ლოკალიზებულ კუნთოვან ჯგუფებზე.
განსაკუთრებით ამ მიზნებისათვის, სერგეი ბუბნოვსკიმ შეიმუშავა მრავალფუნქციური დანადგარი (MTB). მისი ბლოკ -სისტემა საშუალებას გაძლევთ პაციენტი დაიტვირთოს ზომიერად, და ვიმოქმედოთ მისი პრობლემური უბნების გაჯანსაღებაზე.
მკურნალობა:
- ხერხემლის ოსტეოქონდროზი (სპონდილოზი), მათ შორის მალთაშუა დისკოს თიაქარი, შმორლის თიაქარი;
- „გაყინული მხარი“ მხრის პერიართრიტი, ტკივილები მხრისა და ბეჭის არეებში, მხრის ამოვარდნილობა;
- „ტენისისტის იდაყვი“ (იდაყვის სახსრის დაზიანება)
- დისპლაზიური კოქსართროზი 0-II ხარისხის (მენჯ-ბარძაყის ძვლის ასეპტიკური ნეკროზი)
- გონართრიტი (მუხლის სახსრის ართროზი)
- ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ანდექსიტი, იმპოტენცია, ქრონიკული ბუასილი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ჭარბწონიანობა, ცელულიტი, შინაგანი ორგანოების დაწევა
- თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, ასტენო-ნევროზული მდგომარეობა
- ფსიქოსომატიური დეპრესია
პროფილაქტიკა:
- გულის იშემიური დაავადება;
- გარე რესპირატორული დაავადებები, ბრონქიალური ასთმა;
- ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება,
- დარღვეული ტანადობა (სქოლიოზი, სკიფოზი)
- შინაგანი ორგანოების დაავადებები, შარდსასქესო სისტემები (გასტრიტი, პანკრეატიტი, პროსტატიტი, კოლიტი, ადნექსიტი);
- კლიმაქტერიული პერიოდი, უშვილობა;
- პროფილაქტიკა ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილების, ჭარბწონიანობის და ორსულ ქალთა ქვედა კიდურებში ვენების ვარიკოზული გაფართოებისას, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
შემდგომი რეაბილიტაცია
- იშემიური ინსულტი, მიოკარდიული ინფარქტი, აორტოკორონალური შუნტირება;
- ხერხემლის კომპრესული მოტეხილობა;
- მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრების ენდოპროთეზირება;
- ხერხემალსა და შინაგანი ორგანიებზე ქირურგიული ჩარევისას;
რატომ გამოიყენება MTB ტიპის სავარჯიშო მოწყობილობა #1 სამკურნალო საშუალებად?
პაციენტს არ უწევს ზედმეტი ძალისხმევის გაწევა, აღარ ემუქრება მაღალი წნევისა და გადაღლილობის საფრთხე. აღნიშნულ დისკომფორტს უმკლავდება MTB-ის ანტიგრავიტაციული სისტემა. პაციენტს მხოლოდ უწევს სწორი მოძრაობების გაკეთება. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე პაციენტი თანდათანობით დამოუკიდებლად ეუფლება ასეთ მოძრაობებს და სავარჯიშო მოწყობილობას დამხარე პარტნიორის ფუნქცია ენიჭება, მასთან ერთად უფრო საინტერესო ხდება ვარჯიში. ამასთანავე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ყველას ვინც ჩვენს ცენტრში მოდის, ვთავაზობთ მათთვის ინდივიდუალურად შემუშავებულ პროგრამას. თითოეული პაციენტის განკურნებას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება! ასეთია რეალობა! როდესაც ყველას ვისაც ზურგის ტკივილები აწუხებს უნიშნავენ ერთნაირ პრეპარატებს და ელოდებიან თუ როდის სასწაულებრივად განიკურნება და სრულიად გამოჯანმრთელდება მათი ორგანიზმი — ეს უტოპიაა! ეს არის ჯანმრთელობაზე თამაში! და ბოლოს, ეს ხომ პრიმიტიულია!
არჩევანი თქვენია. გააგრძელოთ ტაბლეტების თვითგანადგურებამდე მიღება, თუ აღიდგინოთ თქვენი ჯანმრთელობა! ჩვენ ამ უკანასკნელს გთავაზობთ! ასეც ხდება ხოლმე! ჩვენთან ხშირად უკანასკნელ იმედად მოდიან!
ხერხემლის დაავადებათა, სახსრებისა და მალთაშუა დისკის თიაქრის მკურნალობა
როგორ მიმდინარეობს ვარჯიში
მეთოდის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ რიგი დაავადებების სამკურნალოდ პირველად მსოფლიო პრაქტიკაში ექიმმა ს.მ. ბუბნოვსკიმ მიმართა არა ოპერაციას ან წამლებით მკურნალობას, არამედ ადამიანის სხეულის შიდა რესურსებს.