ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია
ჩვენს პაციენტებს სურთ ყველაფერი წარიმართოს სწრაფად ,მაგრამ არაპროფესიონალურმა მიდგომას შეიძლება გამოიწვიოს გართრულებები და აღდგენითი პროცესი გაჭიანურდეს უფრო დიდხანს.
დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები შეადგენენ ინდივიდუალურ პროგრამას თქვენი ჯანმრთელობის აღსადგენად. რეაბილიტაცია აუცილებელია არა მხოლოდ ძვალსახსროვანი სისტემის ოპერაციის შემდგომ, არამედ სხვა ოპერაციების შემდეგაც, სხეულის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ასევე კუნთოვანი კორსეტის სწორად გასავითარებლად.
თანამედროვე მეთოდიკა დაეხმარება პაციენტებს დაიბრუნონ ჯანმრთელობა.
რატომ არის საჭირო რეაბილიტაცია?
ტრავმის შემდგომ, კარგად შესრულებული ქირურგიული ოპერაცია რა თქმა უნდა უმთავრესია გამოჯანმრთელებისთვის, თუმცა სხეულის ფუნქციების აღდგენას დრო და გარკვეული მიდგომა სჭირდება. სამწუხაროდ, წამში მიღებულმა ტრავმამ და დაზიანებამ შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში შეახსენოს თავი ადამიანს.
ასევე , ხერხემლის ან გულის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი პათოლოგიური პროცესით, მოითხოვს გარკვეულ დროს . ჩვენი სპეციალისტები ასწავლიან პაციენტებს სწორად მოძრობას.
სარეაბილიტაციო კურსის დანიშვნამდე ჩვენი სპეციალისტები შეისწავლიან პაციენტის ანამნეზს,ჩატარებულ კვლევებს და შეისწავლიან სხეულის ამჟამინდელ მდგომარეობას.
რეაბილიტაციის დროს ჩვენი სპეციალისტები არა მარტო აღადგენენ თქვენს ჯანმრთელობას არამედ აგიმაღლებენ საკუთარი ძალების რწმენას,რომელიც ფსიქოლოგიურად დაგეხმარებათ ახალი უნარების შეძენაში.
რეაბილიტაციის ჩვენება
სარეაბილიტაციო კურსის დანიშვნისათვის აუცილებელია ჩვენებები:
- დაქვეითებული კუნთების ტონუსი,კუნთების ატროფია ან ძალის დაქვეითება
- ტრავმის(მოტეხილობის) შემდგომი რეაბილიტაცია,მყესების დაზიანება,უმოძრაო ცხოვრების წესი
- უმჯობესდება ხრტილოვანი ქსოვილის კვება,ასევე სასახრე ჩანთის
- ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია,როდესაც წარმოიქმნება ნაწიბურები
- მიკროცირკულაციისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება შინაგან ორგანოებში
- ტკივილის სინდრომის მოხსნა
- ფსიქოლოგიური დახმარება და ადაპტაცია ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ.
თუ თქვენ თვლით, რომ რეაბილიტაცია თავისთავად წარიმართება ცდებით, ,ამ შემთხვევაში შეიძლება თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, რომელიც გააუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. გვინდა ავღნიშნოთ,რომ რეაბილიტაცია ყოველთვის არის კომპლექსური თერაპია, რომელიც მოიცავს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს,მასაჟს და კინეზითერაპიას.
ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პროგრამები
სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება მოიცავს რამოდენიმე ეტაპს შედეგის შუალედური კონტროლით. ძალიან მნიშვნელოვანია კურსების ჩატარების თანმიმდევრობა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ასევე სხვა და სხვა ფაქტორზე, ორგანიზმის პასუხის სიჩქარეზე, პაციენტის ასაკსა და გადატანილი ოპერაციის სირთულეზე. ჩვენს ცენტრში ვატარებთ ხერხემლის თიაქრის ოპერაციის, გულზე ოპერაციების და ბუასილის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას.
ზოგადად, სარეაბილიტაციო პროგრამები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ლიმფოდრენაჟს, ააქტიურებს იმუნიტეტს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწიბურების გაწოვის სიჩქარეს. ბუბნოვსკის ცენტრის სპეციალისტები ჩაატარებენ დიაგნოსტიკას და შეარჩევენ მაქსიმალურად შესაფერის სარეაბილიტაციო პროგრამას, თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე.
ხერხემლის ტრავმის და ჩატარებული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაცია

ავტორი: ეკატერინე გაბადაძე
ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის მთავარი ექიმი,ნევროლოგი,კინეზითერაპევტი ეკატერინე გაბადაძე-რომელსაც აქვს 12წლიანი გამოცდილება ნევროლოგიასა და კინეზითერაპიაში,(მათ შორის 5 წელი საზღვარგარეთ უკრაინაში)არის კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში. უკრაინის და ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.
ეს მასალა არის საიმედო და მეცნიერულად დადასტურებული.იგი ემყარება ოფიციალურ სამედიცინო კვლევებს,განხილული და რედაქტირებულია ექიმების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ და იძლევა ობიექტურ მონაცემებს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.თუ თქვენ ხართ ექიმი მეცნიერი და აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: avtor@bubnovsky.ge