მკურნალობა-მალთაშუა დისკის პროტრუზიის
პროტრუზია დისტროფიული ხასიათის პათოლოგიაა,რომლის დროსაც ხდება მალთაშუა დისკის გადაადგილება ხერხემლის არხში.
კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს,რომ მალთაშუა დისკის პროტრუზია გვხვდება უფრო ხშირად ვიდრე მალთაშუა დისკის თიაქარი.მალთაშუა დისკის პროტრუზიის დროს ოპერაციის გარეშე წარმატებით და მარტივად ვმკურნალობთ კინეზითერაპიის მეთოდით. ხალხური მეთოდები და მედიკამენტოზური მკურნალობა ყოველთვის არ იწვევს დამაკმაყოფილებელ შედეგს,სიმპტომებისგან ათავისუფლებს, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება .
დაავადების მიზეზი
მალთაშუა დისკის პროტრუზიის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი:მინერალური ცვლის დარღვევა,გენეტიკური,ასაკთან ერთად განვითარებული,ტრავმა,მუდმივი სტრესი.ყოველივე ამის შემდეგ,უარესდება კვება მალთაშუა დისკების,რომელიც შედგება პულპოზური ბირთვისაგან,რომელსაც გარს აკრავს ფიბროზული კაფსულა.პულპოზური ბირთვი პატარავდება ზომაში და თხელდება.ადამიანებს ვისაც სხეულის წონა აქვთ დიდი, წონა ტვირთავს ხერხემლის სვეტს რომელიც აღიზიანებს ახლომდებარე ნერვულ ფესვებს.

დაავადების სიმპტომები
პროტრუზიის სიმპტომები ნაკლებად გამოხატუალია ვიდრე მალთაშუა დისკის თიაქრის,არის ქრონიკული ტკივილი,მგრძნობელობის დარღვევა,სისუსტე და დაბუჟება კუნთების.
ხერხემლის კისრის ნაწილის პროტრუზია იწვევს თავის ტკივილს.არასასიამოვნო მგრძნობელობას თავის მოტრიალების დროს.ხერხემლის წელის ნაწილის პროტრუზიის დროს ტკივილის გადაცემა ხდება ქვედა კიდურში ბარძაყისა და დუნდულა კუნთის პროექციაზე.
დაავადების ფორმა
კლასიფიკაცია მდებარეობის მიხედვით:ცირკულარული(მალთაშუა დისკი მთელ პერიმეტრზე გადადის) და დიფუზური (არასწორი გავრცელებით)
კლასიფიკაცია ლოკალიზაციის მიხედვით:
- ლატერალური (რომელიც ვრცელდება ხერხემლის სვეტისკენ)
- მედიალური ან ცენტრალური(რომელიც ვრცელდება ზურგის ტვინის არხისკენ)
- უკანა ლატერალური (რომელსაც აქვს უკანა მხარეს გავრცელება, შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილის სინდრომი)
კლასიფიკაცია ზომების მიხედვით 2დან 10-მმ-მდე (მაგალითად,კისრის ნაწილში პატარა პროტრუზიად ითვლება 2მმ და წელის ნაწილში 4მმ)

დიაგნოსტიკა
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკა გამომდინარეობს ტრადიციული რეკომენდაციებით ძვალსახსროვანი სისტემის ნებისმიერ დაავადებაზე და მალთაშუა დისკის თიაქარზე:
- ზომიერი ფიზიკური აქტივობა,მოძრაობა,შესვენება როდესაც ხართ კომპიუტერთან.
- თუ თქვენი დიაგნოზი არის მალთაშუა დისკის თიაქარი მაშინ გჭირდებათ სწორი ფიზიკური აქტივობა, კუნთოვანი კორსეტის სწორად ფორმირებისთვის.
- ჯანმრთელი კვების რეჟიმი. კარგ და ბალიშზე ძილი.
- (ლეიბი უნდა იყოს არც მეტად რბილი და არც ძალიან მაგარი)
- ექიმთან ვიზიტი ტკივილის სინდრომის დროს და მდგომარეობის გაუარესების დროს.
მკურნალობა
კონსერვატიული მკურნალობა ხსნის ტკივილს,ასევე ახდენს ანთების კუპირებას,ხსნის კუნთების სპაზმს,ამაგრებს ხერხემლის კუნთოვან კორსეტს.ხერხემლის პროტრუზიის დროს დადებითი დინამიკა აღინიშნება მანუალური ტერაპიის და ოსტეოპატიური მკურნალობის კურსის შემდეგ.რაც წინააღმდეგ ჩვენებაა მალთაშუა თიაქრის დროს.
დაავადების მწვავე ფორმის დროს, დაავადების მწვავე ფორმის დროს, რთულია ტკივილის მოთმენა, ამიტომ ინიშნება ანალგეტიკები,მიორელაკსანტები,არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ოპერაციული მკურნალობა ხერხემლის მალთაშუა თიაქარის დროს არ ინიშნება.
ასეთ დროს უნდა შევაჩეროთ დეგენერაციული პროცესი, აუცილებელია გავაუმჯობესოთ მიკროცირკულაცია კუნთებში -დაზიანებულ უბნებში, ექიმმა უნდა შეადგინოს მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა რომელსაც პაციენტი შეასრულებს რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ანტიგრავიტაციული დანადგარი ხსნის დატვირთვას ხერხემალზე,სწორი ფიზიკური დატვირთვის დროს იხსნება სპაზმი კუნთებში.სპაზმის მოხსნის შემდეგ უმჯობესდება კუნთების ტონუსი და მიკროცირკულაცია.აღდგება ცვლითი პროცესები.უკვე პირველი სამკურნალო ვარჯიშის შემდეგ აღინიშნება დადებითი დინამიკა:უმჯობესდება მოძრაობა,სიარულის მანერაც.
თვითმკურნალობა
ფიზიკური ვარჯიშები ხსნის ტკივილს და ანთებას ხერხემლის სვეტში. დაავადების სწორი დიაგნოზის გარეშე შეუძლებელია სწორი მკურნალობის ჩატარება.მალთაშუა დისკის პროტრუზია შესაძლებელია გადავიდეს მალთაშუა დისკის თიაქარში ექიმის მეთვალყურეობისა და რეაბილიტაციის გარეშე.
FAQ
დიახ,თუ არ იქნება სპორტის დროს ვერტიკალური დატვირთვა ხერხემალზე(კალათბურთი, ცხენებით ჯირითი)ჩვენ გირჩევთ ცურვას და ფეხით სეირნობას.
დიახ,ხერხემლის მალთაშუა დისკის პროტრუზია შესაძლებელია ორსულობის დროს გამწვავდეს,რადგან ორსულობის დროს ხდება წონის მატება და ხერხემალზე დატვირთვაც იზრდება,ხდება ასევე ჰორმონალური ცვლილებები.ხერხემლის ტკივილის დროს მკურნალობა ანალგეტიკებით კი შეიძლება იყოს წინააღმდეგ ჩვენება.
დიახ,შესაძლებელია.ძირითადად ის დაკავშირებულია შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილ დაავადებებთან.ამ შემთხვევაში ჩვენ გირჩევთ რაც შეიძლება მალე დაუკავშირდეთ სპეციალისტს დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკისათვის.

ავტორი: ეკატერინე გაბადაძე
ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის მთავარი ექიმი,ნევროლოგი,კინეზითერაპევტი ეკატერინე გაბადაძე-რომელსაც აქვს 12წლიანი გამოცდილება ნევროლოგიასა და კინეზითერაპიაში,(მათ შორის 5 წელი საზღვარგარეთ უკრაინაში)არის კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში. უკრაინის და ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.
ეს მასალა არის საიმედო და მეცნიერულად დადასტურებული.იგი ემყარება ოფიციალურ სამედიცინო კვლევებს,განხილული და რედაქტირებულია ექიმების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ და იძლევა ობიექტურ მონაცემებს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.თუ თქვენ ხართ ექიმი მეცნიერი და აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: avtor@bubnovsky.ge