მუხლის ართროზის (გონართროზის) მკურნალობა

მუხლის სახსრის დიაგნოზირებული ართროზი, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს მრავალი ჩივილი, მუდმივი ტკივილი სიარულისას, შეზღუდული მობილურობა და ინვალიდობის გარდაუვალი გზა. მაგრამ არ იდარდოთ! მიაქციეთ ყურადღება იმ მეთოდს, რომელიც წარმატებით გამოიყენება ჩვენს ცენტრში. ექიმ ბუბნოვსკის მეთოდი ემყარება სხეულის ბუნებრივი რესურსის გამოყენებას და საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად განიკურნოთ, ან შეაჩეროთ დაავადების განვითარება. გჯეროდეთ, რომ ადვილია ცხოვრება ტკივილისა და წამლების გარეშე! მობრძანდით ან დარეკეთ ჩვენს ცენტრში და ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით! არაფერია უკეთესი, ვიდრე დაუბრუნდე ჩვეული ცხოვრების რიტმს ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ!

დაავადების გამომწვევი მიზეზი

მუხლის სახსარი განიცდის გადაჭარბებულ დატვირთვას ისევე, როგორც ბარძაყის სახსარი. ამას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი:

  • ჭარბი წონა;
  • ენდოკრინული დაავადებების არსებობა;
  • მენოპაუზა ქალებში;
  • ჰორმონალური პრეპარატების მუდმივი მიღება, რომლებიც არღვევენ ორგანიზმში კალციუმის ცვლას;
  • მინერალური ცვლის დარღვევა;
  • გადაჭარბებული დატვირთვა მუხლის სახსრებზე;
  • მუხლის დაზიანება;
  • ტანადობის დარღვევა.

ყველა ეს ფაქტორი იწვევს იმ ფაქტს, რომ ხრტილოვანი ქსოვილის კვება ირღვევა მუხლის სახსარში, მცირდება სახსარშიდა სითხის გამომუშავება. ეს იწვევს ხახუნს და დაზიანებას, ხრტილის და შემდეგ სახსრის ძვლოვანი ქსოვილის თანდათანობით ცვეთას. გარდა ამისა, ამ ადგილას ხდება შემაერთებელი ქსოვილის ანთება, შეშუპება, რაც იწვევს ტკივილს და შეზღუდულ მობილობას სახსარში. დროთა განმავლობაში ამ ადგილას კალციუმის მარილები გროვდება, რაც იწვევს  სახსრის ოსტეოართრიტს.

დაავადების სიმპტომები

მუხლის სახსრის ართროზის საწყის ეტაპზე ჩივილები ჩნდება მხოლოდ ფიზიკური აქტივობის ფონზე, როდესაც მოძრაობის დროს ხდება ხახუნი სახსრების ზედაპირებს შორის, რაც იწვევს დისკომფორტს. დროთა განმავლობაში ხდება  მოძრაობის შეზღუდვა, შემდეგ კი წარმოიქმნება დეფორმაციები, ქვედა კიდურების x- და o-ს ფორმის გამრუდება. ბოლო, მესამე ეტაპზე პროცესში მთელი ორგანიზმია ჩართული. მუხლის სახსრებში არასაკმარისი მობილურობის გამო დამატებითი დატვირთვაა ხერხემლის, ბარძაყისა და ტერფის სახსრებზე, რაც პროვოცირებს კოქსართროზის, ბრტყელტერფიანობის და მალთაშუა დისკის თიაქრის განვითარებას.

პროფილაქტიკა

ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება
კომფორტული საწოლი საშუალო სიმკვრივის ლეიბით
ვარჯიში და ზოგადად აქტიური ცხოვრების წესი.

მკურნალობა

მუხლის სახსრის ართროზის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის არჩევანი დამოკიდებულია სტადიაზე და ფაქტორზე, რამაც გამოიწვია ეს დარღვევა.

 

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები — მითითებულია დაავადების ადრეულ სტადიაზე;
მუხლის სახსრის ქირურგიული მკურნალობა ან პროთეზირება — გამოიყენება დაავადების ბოლო სტადიაზე.

დაავადების ადრეულ სტადიაზე ხშირად გამოიყენება მედიკამენტები და სახსარშიდა ინექციები. სამწუხაროდ, წამლების გამოყენების ეფექტი, როგორც წესი, უმნიშვნელოა და სახსარშიდა ინექციები დამატებით აზიანებს ისედაც არაჯანსაღ სახსარს. სრულფასოვანი ცხოვრების დასაბრუნებლად, ტკივილისა და დისკომფორტისგან თავის დასაღწევად, გამოიყენეთ საკუთარი  სხეულის შესაძლებლობები — განიკურნე მოძრაობებით! დაუკავშირდით ჩვენს ცენტრს დახმარებისთვის და მიეჩვიეთ აქტიურ ცხოვრებას!

Автор и запись

ავტორი: ეკატერინე გაბადაძე

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის მთავარი ექიმი,ნევროლოგი,კინეზითერაპევტი ეკატერინე გაბადაძე-რომელსაც აქვს 12წლიანი გამოცდილება ნევროლოგიასა და კინეზითერაპიაში,(მათ შორის 5 წელი საზღვარგარეთ უკრაინაში)არის კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში. უკრაინის და ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.

ეს მასალა არის საიმედო და მეცნიერულად დადასტურებული.იგი ემყარება ოფიციალურ სამედიცინო კვლევებს,განხილული და რედაქტირებულია ექიმების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ და იძლევა ობიექტურ მონაცემებს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.თუ თქვენ ხართ ექიმი მეცნიერი და აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: avtor@bubnovsky.ge

ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა

ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დარეკოთ: 544 444 780