კოქსართროზის არა-ქირურგიული მკურნალობა (ბარძაყის სახსრის ართროზი)

გაქვთ კოქსათროზის დიაგნოზი და გგონიათ რომ  ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება და მუდმივი მედიკამენტები გარდაუვალია? არ ინერვიულოთ, არსებობს მედიკამენტებისა და ქირურგიის ალტერნატივა! ექიმ ბუბნოვსკის მეთოდით მკურნალობისათვის  შემუშავებული  უნიკალური  ვარჯიშები დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში! მკურნალობა მიზნად ისახავს ორგანიზმის რესურსის გამოყენებას, თქვენთვის ინდივიდუალურად შერჩეული ვარჯიშები, რომელსაც შეასრულებთ ექიმი-რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, დაგეხმარებათ დაავადებისგან თავის დაღწევაში! დაგვიკავშირდით და იგრძენით, რა არის სრულფასოვანი ცხოვრება ტკივილის გარეშე!

დაავადების გამომწვევი მიზეზი

ბარძაყის სახსრების ართროზი დისტროფიული დაავადებაა. იგი დაფუძნებულია სახსრის ხრტილოვან და ძვლოვან ქსოვილში დეგენერაციულ ცვლილებებზე, რის შედეგადაც ხდება ტკივილი და ირღვევა მოძრაობის ფუნქცია.  რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესი:

ბარძაყის სახსრების დისპლაზია (მალფორმაცია) და ბარძაყის თანდაყოლილი დისლოკაცია:
სქესი: დადასტურებულია, რომ ქალები უფრო ხშირად ავადობენ ართროზით, ვიდრე მამაკაცები;
ჭარბი წონა: ქმნის დამატებით დატვირთვას სახსარზე, რითაც აჩქარებს მისი ცვეთის პროცესს;
არარეგულარული გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა;
ფეხის ან ბარძაყის სახსრის დაზიანება;
ლიგატურ-კუნთოვანი აპარატის სისუსტე;
ტანადობის დარღვევა.

დაავადების სიმპტომები

დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და ხანგრძლივობაზე. მაგრამ კოქსართროზის მთავარი გამოვლინება არის ტკივილი სახსარში ვარჯიშის დროს, რომელიც ირადირებს საზარდულისკენ. ტკივილი  ჩერდება მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს. არის დაავადების 3 ხარისხი. 1-ლი ხარისხის კოქსართროზი შექცევადია და სწორი მკურნალობით შესაძლებელია რეგრესი. იგი ვლინდება როგორც ტკივილი სახსარში მნიშვნელოვანი დატვირთვისას, ამ დროს იცვლება მხოლოდ  ხრტილოვანი საფარის სისქე. კოქსართროზის მე -2 ხარისხის დროს, პროცესში ერთვება ძვლის სტრუქტურები, ჩნდება წარმონაქმნები, ბარძაყის თავი დეფორმაციას განიცდის  და იწყება კისტების წარმოქმნა. სიარულისას ტკივილი  მნიშვნელოვნად მატულობს, ადამიანი სიარულისას იწყებს დაზიანებული ფეხის დაზოგვას, რითაც იტვირთება ჯანმრთელი. ართროზის მე –3 ხარისხისას  წარმოიქმნება წანაზარდები, რომლებიც ტკივილს იწვევს  მოსვენებულ  მდგომარეობაშიც კი. ამ ეტაპზე მოტეხილობებიც ხშირია.

პროფილაქტიკა

ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება
ფიზიკური აქტივობა და ზოგადად აქტიური ცხოვრების წესი

მკურნალობა

განასხვავებენ ბარძაყის სახსრების ართროზის მკურნალობის მედიკამენტოზურ  და არამედიკამენტოზურ  მეთოდებს. თერაპიის არჩევანი დამოკიდებულია პროცესის სტადიაზე. 1-ლი და მე-2 ხარისხის კოქსართროზის მკურნალობა წარმატებით შეიძლება ბუნებრივი გზით — მოძრაობის დახმარებით. ამ შემთხვევაში მკურნალობას აქვს რამდენიმე მიმართულება: ტკივილის სინდრომის აღმოფხვრა; კუნთების სპაზმის მოხსნა; სასახსრე ხრტილის კვების  გაუმჯობესება, სასახსრე სითხის გამომუშავების გაუმჯობესება. მძიმე კოქსართროზი ექვემდებარება ძვირადღირებულ ქირურგიულ მკურნალობას, ამ დროს ხდება სახსრის ენდოპროტეზირება . თუ გსურთ ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება — არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი! ადრეული დიაგნოზი გიხსნით ოპერაციისგან. მიიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, დაუკავშირდით ექიმ ბუბნოვსკის ცენტრს და  იყავით ჯანმრთელნი!
Автор и запись

ავტორი: ეკატერინე გაბადაძე

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის მთავარი ექიმი,ნევროლოგი,კინეზითერაპევტი ეკატერინე გაბადაძე-რომელსაც აქვს 12წლიანი გამოცდილება ნევროლოგიასა და კინეზითერაპიაში,(მათ შორის 5 წელი საზღვარგარეთ უკრაინაში)არის კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში. უკრაინის და ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.

ეს მასალა არის საიმედო და მეცნიერულად დადასტურებული.იგი ემყარება ოფიციალურ სამედიცინო კვლევებს,განხილული და რედაქტირებულია ექიმების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ და იძლევა ობიექტურ მონაცემებს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.თუ თქვენ ხართ ექიმი მეცნიერი და აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: avtor@bubnovsky.ge

ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა

ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დარეკოთ: 544 444 780