თავის ტკივილის მკურნალობა(შაკიკი)

ითვლება, რომ დროდადრო თავის ტკივილს განიცდის პრაქტიკულად ყველა ადამიანი. თუ არ ჩავთვლით ტრამვებს, ინტოქსიკაციას და თანდაყოლილ პათოლოგიებს,უმეტეს წილად თავის ტკივილს ეძახიან შაკიკს და მის განვითარებას გააჩნია მთელი რიგი მიზეზი. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როდესაც შაკიკი თავს იჩენს მნიშვნელოვანი ღონისძიების , დასვენების დროს ან სამსახურში. მითუმეტეს თუ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების სისტემატური გამოყენება იწვევს უკუჩვენებებს და დამოკიდებულებას. შაკიკი- ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თავს იჩენს , როგორც ტკივილი თავისა და კისრის არეში ,რის დროსაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და თავს იჩენს ისეთი ჩივილები, როგორიცაა დაბნელება თვალებში, ღებინების შეგრძნება ან ღებინება. შაკიკი იყო აღწერილი უხსოვარი დროიდან, მაგრამ სამწუხაროდ მკურნალობის  ერთიანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მაგრამ პროფილაქტიკა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება-ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის სპეციალისტების ამოცანაა.

დაავადების მიზეზები

საფეთქლის არეში თავის ტკივილის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს არტერიული წნევის ცვალებადობა, ინტოქსიკაცია, ძილის ნაკლებობა და გაუწყლოვანება, ზედა ყბის ანთებითი პროცესები, ოტიტი, ჰაიმორიტი. კეფის არეში ტკივილი ახასიათებს კისრის ოსტეოქონდროზს, ნერვის კომპრესიას, არათანაბარ და გადაჭარბებულ ფიზიკურ აქტიობას, ჰიპერტონიას. თავის არეში ნებისმიერ ადგილას ტკივილი თავს იჩენს შუბლის წიაღებში ანთებითი პროცესების დროს(ფრონტიტი), ნერვის კომპრესიის და ინფექციური დაავადებების დროს(მალარია, მენინგიტი, პნევმონია). თვალის არეში ტკივილი ხშირად დამოკიდებულია საერთო გადაღლასთან, თვალის დაავადებებთან, თვალის კუნთების დისფუნქციასთან. ძლიერი და ხანგრძლივი თავის ტკივლი შეიძლება დამოკიდებული იყოს ინფექციურ დაავადებებთან, თავის ტვინის სტრუქტურის დარღვევებთან(არაქნოიდიტი,ენცეფალიტი, სისხძარღვოვანი დარღვევები, ინსულტი, სიფილისი, პარაზიტული დაზიანებები).

Головные боли

დაავადების სიმპტომები

ტკივილი თვითონ არის სხვა და სხვა დარღვევის სიმპტომი,შესაძლებელია მხოლოდ ავღნიშნოთ შაკიკის გამოვლენის თავისებურებანი:ჩვეულებრივ მას ხელს უწყობს, როგორც ასეთი, აურა. ეს არის ნიშანი,რომელიც გვამცნობს,რომ უახლოეს დროში დაიწყება თავის ტკივილის შეტევა. გამოიხატება, როგორც ხანმოკლე მხედველობითი გადახრა, ყურებში შუილი. ამის შემდეგ იწყება შეტევა, რომელსაც შესაძლობა თანს სდევდეს ღებინება, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, სინათლის აუტანლობა.

დაავადების სახეობები

  • შაკიკი: ძლიერი პულსირებული ტკივილი, ჩვეულებრივ ლოკალიზებულია თავის ერთ ნაწილში. შეტევები ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე.-ტკივილი დატვირთვის
  • დროს: დამოკიდებულია კისრის და გულ-მკერდის ნაწილის კუნთების სპაზმირებასთან. გამოვლინდება გადატვირთვის, ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვისას,მოუხერხებელ პოზაში ყოფნის დროს და არასწორი მოძრაობისას.
  • კლასტერული ტკივილი: ინტენსივობით უფრო ძლიერია, ვიდრე შაკიკი, მაგრამ შეტევები ხანმოკლე. გავრცელებულია შუახნის მამაკაცებში. შესაძლებელია განვითარდეს ლოკალურად ცალი თვალის და შუბლის მიდამოში.
  • ინფექციური გენეზის თავის ტკივილი: ყველაზე ტიპიური ინფექციები- მწვავე რესპირატორული, გრიპი, მენინგიტი. სხეულის ტემპერატურის ხანგრძლივად მატების და თავის ტკივილის დროს, რეკომენდირებულია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს! სამწვერა ნერვის ანთება და სინუსური თავის ტკივილი დამოკიდებულია პათოლოგიურ პროცეზებზე ცხვირის წიაღებსა და პირის ღრუში. ასეთი თავის ტკივილი ვითარდება პულპიტის , არასწორი პრიკუსუს და რესპირატორული დაავადებების დროს. 
  • პოსტტრავმული თავის ტკივილი ვითარდება ტრავმისა და აღდგენითი ფუნქციების შემდგომ, ჰემატომების არასრული გაწოვის ფონზე.
  • ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია შიდაქალის წნევის მერყეობაზე, ახასიათებს თავის »გასკდომის» შეგრძნება, ყურებში და შეგუბება და შუილი. 
  • ვერტებროგენული თავის ტკივილი წარმოიქმნება, ხერხემლის პრობლემების შედეგად, შესაძლოა თან სდევდეს კიდურების დაბუჟება და მგრძნობელობის დაქვეითება, ტკივილი და შებოჭილობა ზურგის და კისრის არეში.

დიაგნოსტიკა

თავის ტკივილის მიზეზის დადგენა ხდება კომპლექსური ნევროლოგიური გამოკვლევების შემდეგ: ექოენცეფალოგრაფია, თავის და კისრის ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, რეოენცეფალოგრაფია, თავის ქალის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, თვალის ფსკერის  გამოკვლევა,საჭირო სპეციალისტებთან კონსულტაცია,ლაბორატორიული გამოკვლევები.

პროფილაქტიკა

რადგანაც თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ბევრია, შესაძლებელია მათი დამოუკიდებლად განხილვა, მაგრამ საერთო რეკომენდაციები არის:

ჯანსაღი ცხოვრების წესი, საკმარისი მოძრაობა, ჯდომითი სამსახურის დროს პერიოდული გახურება. ჯანსაღი კვება, შევამციროთ შებოლილი, მარილიანი პროდუქტის და ცხიმიანი საკვების რაოდენობა. ზოგადად შევამციროთ სტრესი: რეკომენდირებულია  სპორტი, მედიტაცია, სეირნობა სუფთა ჰაერზე. თანმხლები დაავადებების მკურნალობა.

მკურნალობა

ზოგ შემთხვევებში, თავის ტკივილის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება როგორც მრტ, კტ,რენტგენოგრაფია, ანგიოგრაფია( თავის სისხლძარღვების სურათი), ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია(კუნთების რეფლექსების კვლევა), ლაბორატორიული მეთოდები(ინფექციებზე ეჭვის შემთხვევაში). თუ გამოკვლევების შედეგათ აღმოჩენილი იქნა ვერტებროლოგიური ხასიათის მიზეზი,სამკურნალო მეთოდები ექიმ ბუბნოვსკის ცენტრში , იდეალურად მოერგება და დაეხმარება ასეთ პაცენტებს.თქვენ შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ მალთაშუა დისკის თიაქრების, პროტრუზიების და ოსტეოქონდროზის შესახებ შესაბამის სტატიებში ჩვენს საიტზე.

თვითმკურნალობა

რადგანაც თავის ტკივილი ცნობილია უძვლესი დროიდან, მკურნალობის მეთოდებიც არის უამრავი. მაგრამ, სერიოზული შემთხვევების დროს, როდესაც ექმნება სიცოცხლეს საფრთხე( მაგალითად პნევმონია,მენინგიტი,, ენცეფალიტი),თვითმკურნალობამ შესაძლებელოა მიგიყვანოთ სავალალო შედეგებამდე. დიახ, შეიძლება იყოს ეფექტური »ბებიების» მეთოდები, საფენების, კომპრესების და არომათერაპიის სახით. მაგრამ, ხანგრძლივი, ძლიერი და რეგულარული თავის ტკივილის დროს, გირჩევთ დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს.

FAQ

მასაჟი არ გახლავთ დამოუკიდებელი მკურნალობის მეთოდი, მაგრამ როგორც კომპლეხსური პროცედურების ნაწილი, კარგად მოქმედებს კუნთების მოსადუნებაზე და სტრესის მოხსნაზე.

ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იყოს სიმსივნის სიმპტომი. თუ თქვენ გაქვთ ამის შიში , მიმარტედ ექიმს დამატებითი კვლევების ჩასატარებლად

ხანგრძლივი თავის ტკივილი,რომელსაც თან ახლავს ტემპერატურის მატება, უეცარი თავის ტკივილი საერთო კეთილდღეობის ფონზე, შესაძლებელია იყოს ინსულტის ნიშანი, თავის ტვინის სისხლძარღვების ფუნქციის მოშლა, ტვინის შეშუპება.

Автор и запись

ავტორი: ეკატერინე გაბადაძე

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის მთავარი ექიმი,ნევროლოგი,კინეზითერაპევტი ეკატერინე გაბადაძე-რომელსაც აქვს 12წლიანი გამოცდილება ნევროლოგიასა და კინეზითერაპიაში,(მათ შორის 5 წელი საზღვარგარეთ უკრაინაში)არის კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში. უკრაინის და ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.

ეს მასალა არის საიმედო და მეცნიერულად დადასტურებული.იგი ემყარება ოფიციალურ სამედიცინო კვლევებს,განხილული და რედაქტირებულია ექიმების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ და იძლევა ობიექტურ მონაცემებს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.თუ თქვენ ხართ ექიმი მეცნიერი და აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: avtor@bubnovsky.ge

ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა

ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დარეკოთ: 0322748899

ან შემდეგი ფორმით