თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა(თტსმქდ)

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა(თტსმქდ)-არის სიმპტომების კომპლექსი, გამოწვეული თავის ტვინის სისხლძარღვევის დაზიანებით. ადამიანის ტვინი და მისი მიმდებარე სტრუქტურები, საჭიროებს სისხლის დიდ რაოდენობას ყველა ფუნქციის უზრუნველყოფისთვის, ამიტომ ჩვენს თავის ქალაში მდებარეობს მრავლობითი მსხვილი და წვრილი სისხლძარღვები. კაპილარები შეაღწევენ ნერვულ უჯრედებში, მიაწვდიან მათ საკვებს და ჟანგბადს, უზრუნველყოფენ ტემპერატურულ და წყლის ბალანსს. თავის ტვინის სისხლძარღვებს არ გააჩნია სარქველი, ამიტომ სისხლის მიმოქცევით მომარაგება იწარმოება არტერიული წნევის ხარჯზე,რომელიც აგრეთვე მოქმედებს შიდაქალის წნევაზე.

დაავადების გამომწვევი მიზეზები.

რადგანაც თტსმქდ- არის დაღვევების საერთო დასახელება,მიზეზიც შესაძლოა იყოს მრავალი.შემოგთავაზებთ ძირითად მიზეზებს, რომელიც წარმოადგენს დიაგნოზის დასმის საფუძველს.

ძირითადი:

  • სისხლძარღვების ათეროსკლეროზი.
  • არტერიული ჰიპერტენზია. გულის დაავადებები, რომლის დროსაც კლებულობს ცირკულირებადი სისხლის რაოდენობა.
  • გულის რითმის დარღვევა(არითმია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია).
  • სისხლძარღვების აგებულების ანომალია, მემკვიდრეობითი ანგიოპათიები(განსაკუთრებით გავლენას ახდენს კისრის ნაწილის სისხლძარღვები).
  • ვენების პათოლოგია.
  • სისხლძარღვების კომპრესია(ეს დაკავშირებულია ოსტეოქონდროზთან და შორს წასულ სკოლიოზთან ).
  • არტერიული ჰიპერტენზია.
  • ცერებრალური ამილოიდოზი( ცილოვანი ცვლის დარღვევა).
  • შაქრიანი დიაბეტი( უმეტესად ხანდაზმულ ასაკში).
  • ვასკულიტები. სისხლის დაავადებები.
Хроническое нарушение мозгового кровообращения (ХНМК)

დაავადების სიმპტომები.

თტსმქდ- შესაძლოა გამოვიცნოთ ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის კიდურებში , სახის სხვა და სხვა ნაწილში და თავის არეში მგრძნობელობის დაქვეითება,თვალებში ჩნდება აკვიატებული წერტილები, ლაქები, ბრჭყვიალები. ჩვეულებრივ ადგილი აქვს სხვა და სხვა ინტენსივობის თავის ტკივილს.ზოგჯერ სახეზეა მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა. შემდგომ ვითარდება მეხსიერების დარღვევები, მენტალური პათოლიგია, დაბნეულობა, კოორდინაციის დარღვევა. მოგვიანებით შესაძლებელია დემენციის განვითარება,ასოციალური ქმედები, ღრმა ეტაპზე კი ჭკუასუსტობა. ყველაზე არასასიამოვნო შედეგი გახლავთ თავის ტვინის სისხლძარღვების იშემია და ინსულტი.

დაავადების სახეები

  1. მწვავე .ინსულტი.გარდამავალი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა(ტრანზიტორული იშემიური შეტევები ან ჰიპერტონული ცერებრალური კრიზები).
  2. ქრონიკული , სისხლისმიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია. დისცირკულატორული ენცეფალოპათია. დაავადების მწვავე განვითარებამ,შესაძლოა მიგვიყვანოს ინვალიდობამდე, თტსმდ-ს ქრონიკული სახეობა შესაძლოა იყოს შექცევადი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის აღდგენის შემდეგ.

დიაგნოსტიკა

პროფილაქტიკა

როგორც სხვა სახის სისხლძარღვების დაავადებების დროს, ნაჩვენებია ცხოვრების ჯანმრთელი წესი( უარის თქმა ცხიმიანი საკვებისგან, ალკოჰოლისგან, მოწევისგან). საკმარისი ფიზიკური დატვირთვა, გადატვირთვის გარეშე.. ყოველდღიური ვარჯიში, სეირნობა სუფთა ჰაერზე. არტერიული წნევის კონტროლი. ვარჯიშები გონების განვითარებისთვის, ლოგიკური აზროვნებისთვის, ინტელექტუალური თამაშები და კომუნიკაცია.

მკურნალობა

მკურნალობის კლასიკური მეთოდები თტსმქდ-ს დროს მოიცავენ მედიკამენტოზურ პროგრამებს, რომელიც გვეხმარება სისხლის გათხელებაში, წნევის დაბალანსებაში, ნეირონების მუშაობის გაუმჯობესებაში. ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრში შემუშავებულია თტსმქდ-ს მკურნალობის მეთოდები,რომელიც დამოკიდებულია ფიზიოლოგიურ ზემოქმედებაზე: სისხლძარღვების მალთაშუა თიაქრებით მექანიკური შეკუმშვის და სქოლიოზის დროს. უმჯობესდება სისხლის ნაკადი თავის ტვინში, აღდგება არასაკმარისი სისხლის მიმოქცევის შედეგად სპაზმირებული კაპილარები. პაციენტებები, უკვე პირველი სეანის შემდეგ, აღნიშნავენ მდგომარეობის გაუმჯობესებას. შესანიშნავ შედეგს გვაჩვენებს პაციენტებთან ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია: აღდგება ფიზიკური აქტივობა,საერთო ტონუსი, მოძრაობების თანმიმდევრობა.

თვითმკურნალობა

რადგანაც, თტსმქდ-ს გააჩნია უამრავი სიმპტომი,თვითმკურნალობა როგორც წესი მიმართულია მათ აღმოფხვრაზე. მაგრამ, ტკივილგამაყუჩებელი, სისხლისგამათხელებელი, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების არაკონტროლირებადმა და ხანგრძლივმა მიღებამ,შესაძლოა მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე.სიმპტომების კუპირება- არ არის მკურნალობა და სამწუხაროდ, თავის ტვინის დარღვევების მკურნალობა ხალხური მეთოდებით არ არის ეფექტური.

FAQ

რასაკვირველია,სიმპტომების მიხედვით შესაძლებელია ვივარაუდოთ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა. მაგრამ, უმჯობესია დავადასტუროთ ლაბორატორიული გამოკვლევების, მრტ და ანგიოგრაფიის მეშვეობით.

პრინციპში, შაკიკი, როგორც თავის ტკივილის სხვა სახეობებიც-არის თავის ტვინის სისხლძარღვების ფუნქციის მოშლა, მაგრამ დიაგნოზის დადგენის მიზნით უმჯობესია მიმართოდ სპეციალისტს.

სამწუხაროდ, ასაკმა ნევროლოგიური და სისხლძარღვთა დაავადებების დროს საგრძნობლად მოიკლო. ამ ეტაპზე, რისკ ჯგუგში ხვდებიან 35 წელს ზემოთ ადამიანები. უმოძრაო ცხოვრების წესმა, დიდი ქალაქების ეკოლოგიამ, ალკოჰოლმა, მოწევამ და არაჯანსაღმა კვებამ შესაძლოა მიგვიყვანოს სისხლძარღვთა პათოლოგიამდე.

Автор и запись

ავტორი: ეკატერინე გაბადაძე

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის მთავარი ექიმი,ნევროლოგი,კინეზითერაპევტი ეკატერინე გაბადაძე-რომელსაც აქვს 12წლიანი გამოცდილება ნევროლოგიასა და კინეზითერაპიაში,(მათ შორის 5 წელი საზღვარგარეთ უკრაინაში)არის კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში. უკრაინის და ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.

ეს მასალა არის საიმედო და მეცნიერულად დადასტურებული.იგი ემყარება ოფიციალურ სამედიცინო კვლევებს,განხილული და რედაქტირებულია ექიმების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ და იძლევა ობიექტურ მონაცემებს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.თუ თქვენ ხართ ექიმი მეცნიერი და აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: avtor@bubnovsky.ge

ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა

ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დარეკოთ: 544 444 780