ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, მკურნალობა.
სისხლძარღვოვანი დარღვევების არსებობა ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის სახით- არ არის მიზეზი წამლების მომარაგების ან უსიამოვნო შეგრძნებების მოთმენით .ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ბუნებრივი გზით- თანამედროვე და ეფექტური ,შემუშავებული ექიმ ბუბნოვსკის მიერ მეთოდის გამოყენებით. მოძრაობით მკურნალობას შეუძლია ადვილად და სწრაფად აამაღლოს თქვენი ცხოვრების ხარისხი. ისარგებლეთ ტანამედროვე მედიცინის მიღწევებით, მიმართედ ჩვენს ცენტრს და მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
დაავადებიუს მიზეზები
ტერმინი »დისტონია» სიტყვა სიტყვით ნიშნავს სისხლძარღვთა ტონუსის დარღვევას. ამ დაავადებას საფუძვლად უდევს ნერვული, ენდოკრინული და სისხლძარღვთა სისტემების ურთიერთქმედების ცვლილებები. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია დამახასიათებელია ახალგაზრდა ასაკში, ის უნდა შეფასდეს, როგორც ჰიპერტონიის, იშემიური დაავადებების და სისხლძარღვთა სხვა პრობლემების განვითარების რისკ ფაქტორი.
ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის მიზეზები:
- ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი ჰიპერაღზნებადობა;
- კვების, ძილი და დასვენების რეჟიმის დარღვევა;
- არასაკმარისი ფიზიკური აქტიობა;
- სტრესი და ორგანიზმის ემოციური გადატვირთვა;
- ქრონიკული ინფექციური კერების არსებობა;
- სხვა და სხვა ენდოკრინული დაავადებები;
- და სხვა პრობლემები, რომლებიც არღვევენ ნერვული სისტემის მუშაობას.

დაავადების სიმპტომები
იმის მიხედვით, თუ როგორ იჩენს თავს დისტონია, არჩევენ მის შემდეგ სახეებს:
- ვეგეტო -სისხლძარღვოვანი დისტონია ჰიპოტონური ტიპის- ახასიათებს არტერიული წნევის კლება 110/70mm/hg, რაც იწვევს სხვა და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებს.
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია ჰიპერტონული ტიპის-მთავარი სიმპტომი გახლავთ- არტერიული წნევის მომატება, რომელიც არ ადის 139/79მმ/hg ზემოთ. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიას ახასიათებს
ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გულისცემის აჩქარება, და გულის მუშაობის დარღვევები,რომელიც არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.
ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის მქონე ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს, ხასიათის ცვალებადობას, რის გამოც იძულებულები არიან მიმართონ ექიმ ნევროლოგს, კარდიოლოგს და ხშირ შემთხვევაში მიიღონ მედიკამენტები. ეს აგრეთვე ამცირებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და აუარესებს შრომისუნარიანობას. დისტონიის არსებობა ახალგაზრდა ასაკში იმის წინაპირობაა, რომ მოცემული დაავადება შესაძლოა გადაიზარდოს რთულად მიმდინარე სისხლძარღვოვან პრობლემებში, რომლებიც მოითხოვენ სამკურნალო პრეპარატების მუდმივ მოხმარებას.
დაავადების სახეები
ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის ერთიანი ტიპოლოგია დღესდღეითობით არ არსებობს. იმ კლასიფიკაციის ჩამონათვალი, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება სპეციალურ ლიტერატურაში. სიმძიმის მიხედვით არჩევენ ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის რთულ, საშუალო და მსუბუქ ფორმებს. მიმდინარეობის ხასიათის მიხედვოთ გამოირჩევა ისეთი ტიპები, როგორიც არის: პაროქსიზმული ( შეტევების სახით); პერმანენტული( მუდმივი); შერეული(ორივე ვარიანტი გაერთიანებული); ფარული და ლატენტური(შეუმჩნევლად მიმდინარე, შესაძლოა სტრესის ფონზე განვითარდეს).გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რეაქციის მიხედვით არჩევენ ვეგეტატიური დისტონიის შემდეგ ტიპებს: ვსდ ჰიპერტონული ტიპის( არტერიული წნევის დიაპაზონი: 145/95მმ/ვწყ.სვ, შემცივნება, ციებცხელება, პანიკური შეტევები). ვსდ ჰიპოტონული ტიპის(ა/წ მერყეობა 100/50-90/45მმ/ვწყ.სვ დიაპაზონში, სისუსტე, ოფლიანობა, თავბრუსხვევა,სისუსტე).ვსდ ნორმოტენზიული ტიპი(არ არის დამოკიდებული არტერიულ წნევაზე, ახასიათებს არითმია და გულის არეში ტკივილის შეგრძნება). შერეული ტიპი.
დიაგნოსტიკა
პროფილაქტიკა
- ცხოვრების ჯანსაღი წესი, მოძრაობა, პერიოდული მოთელვა ჯდომითი სამსახურის შემთხვევაში, ჯანსაღი კვება, შებოლილი
მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღების რაოდენობის შემცირება;
- ზოგადად სრტესის დონის შემცირება: სპორტი, მედიტაცია, სუფთა ჰაერზე სეირნობა, თანმხლები დაავადებების მკურნალობა.
მკურნალობა.
გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო-აღდგენით პროგრამას, რომელიც შედგენილია ინდივიდუალურად ყველა შემთხვევისთვის, თქვენი ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით. ექიმ ბუბნოვსკის ცენტრში,მკურნალობა სრულდება სპეციალურ თანამედროვე ტრენაჟორებზე, რომელიც საშუალებას იძლევა მოხსნას კუნთების ერთი ჯგუფის დაძაბულობა და ეფექტურად მატონიზირებელად იმოქმედოს კუნთების სხვა ჯგუფებზე. დაივიწყეთ ტკივილი და უსიამოვნო შეგრზნებები, დაუბრუნდით სრულყოფილ აქტიურ ცხოვრებას ეხლავე!
თვითმკურნალობა
თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!მობრძანდით ბუბნოვსკის ცენტრში. ჩვენი კლინიკის ექიმები , ნებისმიერ პაციენტთან მკურნალობის დროს, გამოიყენებენ ინდივიდუალურ მიდგომას! თქვენი კეთილდღეობა-ჩვენი სამსახურია!

ავტორი: ეკატერინე გაბადაძე
ექიმ ბუბნოვსკის ცენტრის მთავარი ექიმი,ნევროლოგი,კინეზითერაპევტი ეკატერინე გაბადაძე-რომელსაც აქვს 12წლიანი გამოცდილება ნევროლოგიასა და კინეზითერაპიაში,(მათ შორის 5 წელი საზღვარგარეთ უკრაინაში)არის კინეზითერაპიის დამფუძნებელი საქართველოში. უკრაინის და ამერიკის ნევროლოგთა ასოციაციის წევრი. საქართველოს ფიზიკური თერაპიის და რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.
ეს მასალა არის საიმედო და მეცნიერულად დადასტურებული.იგი ემყარება ოფიციალურ სამედიცინო კვლევებს,განხილული და რედაქტირებულია ექიმების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ და იძლევა ობიექტურ მონაცემებს დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.თუ თქვენ ხართ ექიმი მეცნიერი და აღმოაჩენთ რაიმე უზუსტობას შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: avtor@bubnovsky.ge